მამოგრაფია

მამოგრაფია არის სარძევე ჯირკვლის რენტგენოგრაფია. მამოგრაფია არის კვლევის საუკეთესო საშუალება, რომელიც ფართოდ გამოიყენება ძუძუს კიბოს ნაადრევ ეტაპზე გამოსავლენად.

სრულად

გრიპის ვაქცინა

გრიპის  დროს ადგილი აქვს ვირუსის აქტიურ რეპროდუქციას ზემო სასუნთქი გზებსა და ფილტვებში პირდაპირი ტოქსიურობის გარდა, ვირუსს აქვს აგრეთვე მუტაგენური თვისებები

სრულად

შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტი — ენდოკრინული სისტემის დაავადება, რომელიც განპირობებულია ორგანიზმში კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის - ინსულინის აბსოლუტური ან შედარებითი უკმარისობით, რაც გამოიხატება ნახშირწყლოვანი, ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის ძირეული დარღვევებით.

სრულად

ქოლესტერინი

ქოლესტერინი ცხიმის ნაირსახეობაა, რომლის მცირე ნაწილს ადამიანი საკვებთან ერთად იღებს, დანარჩენი კი ორგანიზმშივე წარმოიქმნება.

სრულად

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დოქტორ დავით ჩიკ პირად საიტზე

კომბოსტო და ისპანახი დაგვიცავს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისაგან


ბრიტანელი მკვლევარები ლესტერის უნივერსიტეტიდან ამტკიცებენ, რომ მწვანე ფერის ბოსტნეულით მდიდარ რაციონს შეუძლია შეამციროს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი.

ბრიტანელი მკვლევარები ლესტერის უნივერსიტეტიდან ამტკიცებენ, რომ მწვანე ფერის ბოსტნეულით მდიდარ რაციონს შეუძლია შეამციროს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი. მათ გაანალიზეს ექვსი კვლევის მონაცემები, სადაც განიხილებოდა 220 ათასი მოზრდილი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მათი რაციონი. მეცნიერები განსაკუთრებით დააინტერესა ხილისა და ბოსტნეულის მოხმარებამ. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ისპანახი და კომბოსტო თამაშობს მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს, იუწყება BBC. ბოსტნეულის ერთნახევარი პორცია (106 გ) დღეში 14%-ით ამცირებდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის რისკს. მეტი დამაჯერებლობისათვის მეცნიერები გვირჩევენ დღეში 5 პორციის მიღებას. ისპანახისა და კომბოსტოს გარდა, სასარგებლო ბოსტნეულის ჩამონათვალში შევიდა ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო. მკვლევარებმა ჯერჯერობით არ იციან, რაში მდგომარეობს მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის ეფექტი. შესაძლოა, ეს განპირობებულია С ვიტამინის ტიპის ანტიოქსიდანტებისა და მაგნიუმის მაღალი კონცენტრაციით. უახლოეს მომავალში მეცნიერთა ჯგუფი გეგმავს ექსპერიმენტების სერიის ჩატარებას, რათა გამოარკვიონ, როგორ მოქმედებს მწვანე ბოსტნეული იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ დიაბეტის განვითარების მომატებული რისკი. დიეტაში მკვლევარები ცდილობენ დაამატონ სხვა ბოსტნეული და გარკვეული დროის შემდეგ გაანალიზონ მდგომარეობა. ექიმები იმედოვნებენ, რომ ვერაგი დაავადება, რომლის განვითარებაც მოსალოდნელია, უკან დაიხევს.

ცხოვრების ჯანსაღი წესი

ცხოვრების ჯანსაღი წესი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ის რამდენიმე ელემენტს მოიცავს: შრომისა და დასვენების ოპტიმალურ რეჟიმს, სწორ კვებას, მოძრაობით აქტივობას, პირად ჰიგიენას, სხეულის გაკაჟებას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას, ადამიანების სიყვარულს, ცხოვრების პოზიტიურ აღქმას.

სრულად

C ჰეპატიტი

C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირება უმთავრესად პარენტერალური გზით (სისხლის მეშვეობით) ხდება, სისხლის სისხლთან უშუალო შეხებით ან ისეთი მჭრელი ნივთების საშუალებით, რომლებსაც მანამდე ინიფცირებულის სისხლთან ჰქონდა კონტაქტი.

სრულად

დიაგნოზირება და მკურნალობა ისრაელში

ჯანდაცვა ისრაელში თავის დონით, ხარისხით და სამეცნიერო განვითარებით ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში.ყველა ინოვაციური მსოფლიო ტექნოლოგია ჰპოვებს თავის გამოყენებას ისრაელის ჯანდაცვის სისტემაში.

სრულად

ბლოგი
Спроси врача
ახალი ამბები

Page 1 of 2  > >>

ევროპელი მეცნიერების მტკიცებით, ტაბლეტები, რომლით მკურნალობაც დღეში ორ დოლარზე ცოტათი მეტი ჯდება, გულის უკმარისობის მქონე ადამიანთა სიცოცხლეს გადაარჩენს.
“ჯანმრთელობა დაფასებული არ არის, სანამ ავადმყოფობა არ მოდის..." (თომას ფულერი)