გონორეა

ახალი წამალი გულით დაავადებულთათვის


ევროპელი მეცნიერების მტკიცებით, ტაბლეტები, რომლით მკურნალობაც დღეში ორ დოლარზე ცოტათი მეტი ჯდება, გულის უკმარისობის მქონე ადამიანთა სიცოცხლეს გადაარჩენს.
წამალი, სახელწოდებით ივაბრადინი, რომელსაც უკვე იყენებენ სტენოკარდიის სამკურნალოდ დიდ ბრიტანეთში, დაეხმარება მრავალ ათას გულით დაავადებულს.

ექსპერტები პრეპარატის მოქმედებას აკვირდებოდნენ 6,5 ათას გულით დაავადებულზე მსოფლიოს 35 ქვეყნის ფარგლებში. ყველა მათგანი ადრე სარგებლობდა სხვა მედიკამენტით, რომელიც ტრადიციულად გამოიყენებოდა გულით დაავადებების დროს. გაირკვა, რომ ივაბრადინი გულის უკმარისობით სიკვდილიანობას 26%-ით ამცირებს. მისი გამოყენების შემთხვევაში იგივე პროცენტით მცირდება ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაციის ალბათობაც.

ტრადიციულ წამლებთან შედარებით, როგორიცაა მაგ. ბეტა-ადრენობლოკატორები, ივაბრადინი ანელებს გულის რითმს, მაგრამ ამ დროს არ ამცირებს სისხლის წნევას. კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პროფესორი მარტინ კოუი აღნიშნავს, რომ გულის უკმარისობის შემთხვევაში გული ყოველთვის ძალზედ სწრაფად ფეთქავს, თუნდაც პაციენტი უბრალოდ იჯდეს და არაფერს აკეთებდეს, ხოლო ეს წამალი ანელებს გულის ცემის სიხშირეს.

ადრე ასეთი ეფექტის მისაღწევად ექიმები იყენებდნენ ბეტა-ადრენობლოკატორებს, რომლის მიღებას ბევრი პაციენტი ვერ ახერხებდა წნევის დაქვეითებისა და ასთმის გამწვავების საფრთხის გამო, ხოლო ივაბრადინი ძალიან საინტერესო ახალი შესაძლებლობაა ექიმებისა და პაციენტებისათვის, რადგან ანელებს გულის რითმს, მაგრამ არ ამცირებს სისხლის წნევას და არ მოქმედებს ასთმაზე.

ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ახალი წამალი რეკომენდებულია მხოლოდ გულის სერიოზული დაავადებების შემთხვევაში.

ბლოგი
Спроси врача
ახალი ამბები

Page 1 of 2  > >>

ევროპელი მეცნიერების მტკიცებით, ტაბლეტები, რომლით მკურნალობაც დღეში ორ დოლარზე ცოტათი მეტი ჯდება, გულის უკმარისობის მქონე ადამიანთა სიცოცხლეს გადაარჩენს.