კონტრაცეპცია

სიყვარული და სექსი, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი შემადგენლებია. გარდა ყველა იმ სიამოვნებისა და განცდებს, რომელთაც სიყვარული გვჩუქნის, ფიზიკური სიახლოვე ჯანმრთელობისათვის შეუცვლელია და აუცილებელია. და არა აქვს მნიშვნელობა თქვენ ქორწინებაში იმყოფებით, მარტოხელა ხართ, გაკისრიათ თუ არა რაიმე ვალდებულებები, თუ თქვენ ზრდასრული ბრძანდებით არასასურველი ორსულობა ყოველთვის პრობლემის წინაშე აყენებს . ამიტომ, ყველა ქალმა და უკეთესია ყველა წყილმა უნდა იცოდეს , როგორ დაიცვას თავი ასეთი ორსულობისგან. თუ ქალს ორსულობა არ სურს, წინასწარ უნდა იფიქროს და იზრუნოს ამაზე, არა ჩასახვის შემდეგ .გნებავთ ეფექტურად დაიცვათ თავი არასასურველი ორსულობისაგან და სწორად წარმართოთ ოჯახის დაგეგმვა? კონტრაცეპცია - ესაა საშუალება თავიდან აიცილოთ არასასურველი ორსულობა და ამიდან გამოწვეული ფსიქოლოგიური და სოცილური პრობლემები . ჩვენს დროს კონტრაცეპციის საკითხს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მეთოდით წარსულს ჩაბარდა და მოცემულ მომენტში მიგვანიშნებს მხოლოდ მოსახლეობის სექსუალურ უცოდინრობაზე.
კონტრაცეპციის უნივერსალური და იდეალური მეთოდი არ არსებობს; ამჟამად არსებული კონტრაცეპციული საშუალებების ფართო არჩევანი ხელს უწყობს წყვილს, შეარჩიოს მათთვის ყველაზე მისაღები და მოსახერხებელი მეთოდი.

მეთოდის არჩევისას უნდა იქნას გათვალისწინებული:

  • მეთოდის ეფექტურობა, გამოყენების წესი, ხელმისაწვდომობა, მისაღები ფასი;
  • ქალის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • ცხოვრების წესი;
  • სქესობრივი კავშირის სიხშირე;
  • პარტნიორის დამოკიდებულება ამა თუ იმ მეთოდის მიმართ;
  • კონტრაცეპციის გამოყენების სასურველი სავარაუდო ხანგრძლივობა
ბლოგი
Спроси врача
ახალი ამბები

Page 1 of 2  > >>

ევროპელი მეცნიერების მტკიცებით, ტაბლეტები, რომლით მკურნალობაც დღეში ორ დოლარზე ცოტათი მეტი ჯდება, გულის უკმარისობის მქონე ადამიანთა სიცოცხლეს გადაარჩენს.