სამკურნალო დიეტები

მრავალი დაავადების დროს საკვებ პროდუკტებს შეუძლიათ დაავადების შეუძლიათ ქრონიკული დაავადებების გამწვავება ან მწვავე ფორმის გაღრმავება გამოიწვიოს. სამკურნალო კვების დანიშვნისას გასათვალისწინებელია ზოგიერთი ფაქტორი, კერძოდ: პროდუქტის შერჩევა, მისი ქიმიური შემადგენლობის თავისებურება, ცალკეული პროდუქტებისა და საკვები ნივთიერებების რაოდენობრივი პროპორციები, კულინარიული დამუშავების ხერხები, მარილისა და საგემოვნო ნივთიერებების მოხმარება, მექანიკური დამუშავების ხარისხი, საკვების მიღების რითმი, რაციონის ენერგეტიკული ღირებულება. სამკურნალო დიეტა ავადმყოფისთვის განკუთვნილი კვების რეკომენდაციებია, რომლებიც სამკურნალო კვების საფუძვლებს წარმოადგენს. ასეთი დიეტების ამოსავალი წერტილი ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, ფუნქციური, პათომორფოლოგიური ცვლილებები, ფერმენტული და ნივთიერებათა ცვლის დარღვევებია. სამკურნალო დიეტის მთავარი დანიშნულებაა, ავადმყოფს მედიკამენტებსა და სხვა თერაპიულ ღონისძიებებთან ერთად კვების მეშვეობით გამოჯანმრთელებისთვის რაც შეიძლება ხელსაყრელი ფონი შეუქმნას. სამკურნალო დიეტის ორი ტიპი არსებობს:

I - დიეტა, რომელიც ინიშნება დაავადების მკურნალობის პროცესში. ეს საკუთრივ სამკურნალო კვებაა.

II - პროფილაქტიკური დიეტა. იგი მიზნად ისახავს მწვავე დაავადების ქრონიკულ ფორმაში გადასვლისთვის ხელის შეშლას ან უკვე არსებული ქრონიკული პათოლოგიის გამწვავების თავიდან აცილებას. მას პროფილაქტიკური დანიშნულება აქვს.

ბლოგი
Спроси врача
ახალი ამბები

<< <  Page 2 of 2

ბრიტანელი მკვლევარები ლესტერის უნივერსიტეტიდან ამტკიცებენ, რომ მწვანე ფერის ბოსტნეულით მდიდარ რაციონს შეუძლია შეამციროს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი.