ოფლიანობა

ჭარბი ოფლიანობა დაავადებაა

 

ნორმაში ყველა ადამიანი მუდმივად გამოყოფს ოფლს. ნორმალური ტემპერატურის დროს გამოიყოფა ნახევარ ლიტრამდე ოფლი დღე-ღამეში, მაღალი ტემპერატურისა და განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს - კი ათჯერ მეტი. ჭარბი ოფლიანობა საკმაო დისკომფორტს უქმნის ადამიანს. სტატისტიკის მიხედვით, ჰიპერჰიდროზით დაავადებულია მსოფლიოს მოზრდილი მოსახლეობის 1%.  ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს ჭარბი ოფლდენის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი საშუალებების ძიება, მკურნალობის ოპტიმალური საშუალებები ჯერჯერობით გამოყოფილი არ არის.

 

ჰიპერჰიდროზის სახეები

  • ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან.მაგ. ნორმაში ოფლდენა ძლიერდება ცხელ ამინდში, ფიზიკური დატვირთვის დროს და ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს.
  • პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი - ეს არის არაადექვატური ოფლდენა, რომელიც განპირობებულია რიგი ნეიროენდოკრინული დარღვევებით, რომლებიც გამოვლინდება ორგანიზმზე ტემპერატურის ზეგავლენის მიუხედავად. ამასთან, ოფლის გამოყოფა შეიძლება გამოვლინდეს სხეულის მხოლოდ გარკვეულ ნაწილებზე: სახეზე, ხელისგულებზე, იღლიის ფოსოებში, ტერფებზე. ასეთ ჰიპერჰიდოზს უწოდებენ (ადგილობრივს).

არსებობს

ლოკალური  და ზოგადი (გენერალიზებული)

 

  1. პირველადი ჰიპერჰიდროზი - ეს არის ჭარბი ოფლდენა, რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე;
  2. მეორადი ჰიპერჰიდროზის მიზეზები - სხვადასხვა დაავადების სიმპტომს წარმოადგენს.
  • ენდოკრინული დაავადებები და მდგომარეობები: ფარისები ჯირკვლის ფუნქციიის მომატება (ჰიპერთირეოზი), ფეოქრომოციტომა, შაქრიანი დიაბეტი, აკრომეგალია, კლიმაქსი და სხვ.
  • ნერვული სისტემის და ფსიქოემოციური სფეროს პათოლოგია: ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, პანიკური შეტევები, ფობიური დარღვევები, პარკინსონიზმი, პოლინეიროპათია, ინსულტი და სხვ.
  • ინფექციური დაავადებები: ტუბერკულოზი, მალარია, ბრუცელოზი,, ჰელმინთოზი, სეფსისი, შიდსი და სხვ;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონული დაავადება და სხვ.;
  • თირკმელების დაავადება;
  • ავთვისებიანი სიმსივნეები;
  • გენეტიკური დაავადებები;
  • ასევე ალკოჰოლიზმი, ნარკოტიული საშუალებების მოქმედება, სოკოთი და ფოსფორორგანული ნივთიერებებით მოწამვლა.
  • ეს სია სრულყოფილი არ არის.
  • როგორ წესი, მეორადი ჰიპოერჰიდროზის დროს ოფლიანდება მთელი სხეული, რაც არ არის დამოკიდებული დღე-ღამის დროზე, დაკავშირებულია ძირითადი დაავადების აქტივობასთან. გამოჯანმრთელების კვალად ოფლიანობის ინტენსივობა მცირდება.

 

 

ჰიპერჰიდროზის დიაგნოსტიკა

 

ჰიპერჰიდროზის მიზეზის დასადგენად უნდა ჩატარდეს სტანდარტული გამოკვლევა. იგი მოიცავს დიაგნოსტიკის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ მეთოდებს. შეიძლება საჭირო გახდეს რიგი სპეციალისტების (ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, ინფექციონისტის, გინეკოლოგის, ონკოლოგის და სხვ.) კონსულტაციაც.

ჰიპერჰიდროზის შესაფასებლად მოწოდებულია მრავალი მეთოდიკა. მათ უმრავლესობას არა აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა დიაგნოსტიკისათვის და ძირითადად გამოიყენება სამეცნიერო მიზნებისათვის, ასევე გამოიყენება ქირურგიული ოპერაციების მოსამზადებელ ეტაპზე და ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.

ყველა ეს მეთოდი შეიძლება დაყვანილი იქნას დროის განსაზღვრულ ინტერვალში სხეულის მასის კლებისა და სპეცილურ საკნებში ოფლის აბსორბციის განსაზღვრამდე. ამ მიზნით გამოიყენება:

ელექტრომეტრიული მეთოდები, რომლებიც ეფუძნება ოფლდენის პროცესში კანის წინააღმდეგობის ცვლილებას;

ასევე სხვადასხვა ნივთიერების უნარი, შეიცვალოს ფერი ოფლთან შეხებისას, რაც შესაძლებელს ხდის ჰიპერჰიდროზის ზონების განლაგების ხარისხობრივ განსაზღვრას;

პროვოკაციული ტესტები, რომლის დროსაც სხვადასხვა ნივთიერების შეყვანის ფონზე ხდება ოფლის გამოყოფის სტიმულირება ან დათრგუნვა.

 

 

ჰიპერჰიდროზის მკურნალობა

 

  • დიეტა - რაციონიდან უნდა იქნას ამოღებული კოფეინისა და თეობრომინის შემცველი საკვები (ჩაი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, კოლა და სხვ.). ეს ნივთიერებები ასტიმულირებენ ოფლდენას;
  • ჰიგიენური წესების დაცვა - შხაპის მიღება სასურველია დღეში ორჯერ. ტანსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული, თავისუფალი, ნატურალური ან ხელოვნური (ვისკოზა) ბოჭკოებისაგან, ფეხსაცმელი - ტყავისაგან დამზადებული და შესაფერისი ზომის. არ შეიძინოთ სინთეტური ქსოვილისაგან დამზადებული ტანსაცმელი!
  • ჩვეულებრივი დეზოდორების/ანტიპერსპერანტების ნაცვლად სასურველია ალუმოქლორიდების ყოველდღიური გამოყენება (დრისოლი, ოდობანი, მაქსიმი). სამწუხაროდ, ზოგჯერ კანის გაღიზიანების გამო საჭირო ხდება მკურნალობის შეწყვეტა;
  • ელექტროფორეზი - სასურველია სეანსების ჩატარება კვირაში ერთხელ. ეფექტი ჩვეულებრივ კარგია და გამოიხატება 8-9 სეანსის შემდეგ;
  • სამკურნალო პრეპარატებიდან უნდა აღინიშნოს ატროპინი, პროპრანოლოლი, კლონოპინი, პროზაკი და სხვ.
  • А ბოტულოტოქსინის ინექციები იძლევა კარგ და სტაბილურ შედეგს იღლიის ფოსოს ჰიპერჰიდროზის დროს, მაგრამ საჭირო ხდება ინექციების გამეორება ყოველ 6-8 თვეში;
  • სიმპათექტომიის სხვადასხვა სახეები - ოპერაცია მდგომარეობს საოფლე ჯირკვლების მაინერვებელი ნერვების გადაკვეთაში (შეუქცევადი სიმპათექტომია) ან გადაჭერაში (შექცევადი სიმპათექტომია). ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია იღლიის ფოსოს და ხელისგულების ოფლიანობის დროს. გაუმჯობესება აღენიშნება ავადმყოფების 40-80%-ს. ეფექტი გრძელდება რამდენიმე წელი.გვერდითი მოვლენები: ოფლის გამოყოფის კომპენსატორული გაძლიერება, ოფლიანობა საკვების მიღების შემდეგ, ქუთუთოს ფტოზი, არითმიები და სხვ.
  • იღლიის ფოსოს კიურეტაჟის სხვადასხვა სახეები - ეს არის კანის გამოფხეკა შიგნიდან პატარა ზომის განაკვეთიდან მიდგომით. იგი ნაჩვენებია იღლიის ფოსოს იზოლირებული ჰიპერჰიდროზის დროს. პაციენტების უმრავლესობას ოფლის გამოყოფა უმცირდება ან საერთოდ უწყდება. გარკვეული დროის შემდეგ (დაახლოებით 6 თვის შემდეგ) ხდება ოფლის გამოყოფის აღდგენა.
  • ჰიპერჰიდროზის ზონაში კანის ნაწილის მოშორება - გამოიყენება იღლიის ფოსოს ოფლიანობის დროს. იძლევა ასპროცენტიან შედეგებს კანის დიდი ზომის ნაფლეთის მოცილების შემთხვევაში. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება ადგილი ქონდეს უხეშ ნაწიბუროვან პროცესებს და ზედა კიდურის მოძრაობაში შეზღუდვას.
ბლოგი
Спроси врача
ახალი ამბები

<< <  Page 2 of 2

ბრიტანელი მკვლევარები ლესტერის უნივერსიტეტიდან ამტკიცებენ, რომ მწვანე ფერის ბოსტნეულით მდიდარ რაციონს შეუძლია შეამციროს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი.