სისხლის ანალიზები

ლაბორატორიული გამოკვლევისთვის უმჯობესია სისხლის ჩაბარება დილით უზმოდ, საკვების მიღებიდან 8-12 საათის შემდეგ. თუ პაციენტეს არა აქვს საშუალება მივიდეს ლაბორატორიაში დილით, მაშინ სისხლის ჩაბარება უნდა მოხდეს 6 საათიანი შიმშილის შემდეგ.

  • ბიოქიმიური (გლუკოზა, ქოლეატეროლი, ბილირუბინი და ა.შ.) და სეროლოგიური (სიფილისი, ჰეპატიტი B) ტესტები, ჰორმონები (თირეოგლობულინი, პარათჰორმონი) სრულდება უზმოდ (უზმო ნიშნავს ჭამიდან არანაკლებ 8 საათისა)
  • ლიპიდური პროფილის ანალიზებისათვის (ქოლესტეროლი, ტრიგლიცერიდი,LDL, VLDL, HDL) პაციენტი უნდა იყოს მკაცრად უზმოდ (12 საათიანი შიმშილი)
  • სისხლის საერთო ანალიზი სასურველია გაკეთდეს უზმოდ, თუმცაღა, თუ საკვების მირება წაღმოადგენს აუცილებლობას, მაშინ ანალიზი უნდა ჩატარდეს საკვების მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ.
  • სასურველია გამოკვლევამდე 1 დღით ადრე  საკვები რაციონიდან ამოღებული იყოს ცხიმოვანი, შემწვარი საკვები და ალკოჰოლი. სისხლის აღებამდე ერთი საათით ადრე შეიკავეთ თავი სიგარეტის მოწევისგან.
  • ანალიზის ჩაბარებისას უნდა გამოირიცხოს ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ გამოკვლევის შედეგებზე: ფიზიკური დატვირთვა(სირბილი, ასვლა კიბეზე), ემოციური დათვირთვა. ამიტომ პროცედურის წინ სასურველია დაისვენოთ 10-15 წუთი.
  • არ არის სასურველი სისხლის აღება რენდგენოგრაფიის, რექტალური გამოკვლევისა და ფიზიოთერაპიული პროცედურების შემდეგ.
  • ჰორმონალურ გამოკვლევებზე (FSH, LH, Prolactin, estradiol, progesterin) რეპროდუქტიული ასაკის ქალებში (12-13 წლიდან - კლიმაქტერულ პერიოდამდე) აუცილებელია ციკლის ფაზის მითითება.
  • ინფექციებზე ანალიზის ჩაბარების დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ინფიცირების პერიოდი და იმუნური სისტემის მდგომარეობა.
ბლოგი
Спроси врача
ახალი ამბები

<< <  Page 2 of 2

ბრიტანელი მკვლევარები ლესტერის უნივერსიტეტიდან ამტკიცებენ, რომ მწვანე ფერის ბოსტნეულით მდიდარ რაციონს შეუძლია შეამციროს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი.