გონორეა

გონორეის ("ტრიპერის")გამომწვევი: გონოკოკი (ბაქტერია)

დაავადების წყარო: ინფიცირებული ადამიანი

იფექციის გავრცელების გზები:

  • სქესობრივი;
  • დედისგან - ნაყოფს მშობიარობის დროს.

ინკუბაციური პერიოდი: ინფიცირებიდან 2-7 დღე.

დაავადების ნიშნები:
ქალებში: დაავადება შეიძლება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ყველაზე ხშირია:

  • სასქესო მიდამოების წვა და ქავილი,
  • მოთეთრო გამონადენი საშოდან, სწორი ნაწლავიდან;
  • ხშირი შარდვა, წვა და ტკივილი შარდვის დროს;
  • ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს.

მამაკაცებში: მწვავე გონორეული ინფექციის ნიშნები, როგორც წესი, კარგადაა გამოხატული:

  • გახშირებული შარდვა, წვა და ტკივილი შარდვის დროს;
  • გამონადენი სასქესო ასოდან, ქავილი და გამონადენი სწორი ნაწლავიდან;
  • სასქესო ასოს თავის შეშუპება, შეწითლება;
  • მტკივნეული ერექცია;

ქრონიკულ, არასაკმარისად ნამკურნალებ ინფექციას აქვს მსგავსი, თუმცა ბევრად ნაკლებად მკვეთრად გამოხატული ნიშნები.

დიაგნოსტიკა:

  • ექიმის: გინეკოლოგის, ვენეროლოგის, უროლოგის კონსულტაცია;
  • საშოდან და შარდსადენიდან აღებული ნაცხის ლაბორატორიული: ბაქტერიოლო-გიური და ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა.

მკურნალობა:

  • ანტიბიოტიკები;
  • თანდართული ინფექციების კომპლექსური მკურნალობა;
  • როგორც ქალის ისე მამაკაცის სასქესო ორგანოების ადგილობრივი ანტიბაქტერიული პროცედურები.
ბლოგი
Спроси врача
ახალი ამბები

<< <  Page 2 of 2

ბრიტანელი მკვლევარები ლესტერის უნივერსიტეტიდან ამტკიცებენ, რომ მწვანე ფერის ბოსტნეულით მდიდარ რაციონს შეუძლია შეამციროს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი.