ბუნებრივი მეთოდები

კობთრცეპციის ბუნებრივი მეთოდები გულისხმობენ მენსტრუალური ციკლის ფერტილური (პერიოდი, როდესაც ქალი შეიძლება დაორსულდეს) დღეების დადგენას და აღნიშნულ დღეებში სქესობრივი კავშირისაგან თავშეკავებას ან კონტრაცეპციის რომელიმე საშუალების გამოყენებას. მაგალითად - კონდომი, დიაფრაგმა, სპერმიციდი. ბუნებრივ მეთოდებს მიეკუთვნება: კალენდარული მეთოდები, სიმპტომური მეთოდები და ასევე შეწყვეტილი სქესობრივი აქტი. ოჯახის დაგეგმვის ბუნებრივი მეთოდები შეიძლება გამოყენებული იყოს მრავალი ქალის და წყვილის მიერ:

  • როდესაც შეუძლებელია კონთრცეპციის სხვა მეთოდების გამოყენება,
  • ქალედი რეგულარული მენსტრუალური ციკლით
  • წყვილები რომლებიც რელიგიური ან ფილოსოფიური აკრძალვების გამო არ იყნებენ სხვა მეთოდებს
  • წყვილები რომლებსაც შეუძლიათ ერთი კვირის("უსაფრთხო დღეების" ) განმავლობაში სქესობრივი კავშირიდან თავი შეიკავონ
  • თანამედროვე კონტრაცეპტული მეთოდები მიუწვდომელია


კონტრაცეპციის ბუნებრივ მეთოდებს აქვს რამდენიმე უპირატესობა:

  • არ გააჩნია გვერდითი მოვლენები
  • უფასოა
  • ოჯახის დაგეგმვის მამაკაცის მონაწილეობა
  • ქალის რეპროდუქციული სისტემის სრულყოფილი ცოდნა
  • ზოგიერთი წყვილი აღნიშნავს სქესობრივი კონტაქტიდან მომატებულ სიამოვნებას თავშეკავების შემდეგ "სახიფათო პერიოდში".

 

ბუნებრივი მეთოდების აქვთ შემდეგი ნაკლოვანებები:

  • არასასურველი ორსულობის მაღალი პროცენტი
  • სახიფათო დღეების გამოთვლის სიძნელე
  • პარტნიორების ვალდებულებები
  • საჭიროა ყოველდღიურად ჩანაწერების გაკეთება
  • ვაგინალური ინფექციები ართულებს საშვილოსნოს ყელის ლორწოს მეთოდის
  • გამოყენებას
  • არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისაგან (მაგ: B ჰეპატიტი,აივ/შიდსი
  • ფერტილური პერიოდის განმავლობაში საჭიროა თავშეკავება ჩასახვის თავიდან ასაცილებლად
  • სულ მცირე სამის თვის დაკვირვება
  • ფსიქოლოგიური დაძაბულობა მეთოდების ეფექტურობის გაურკვევლობის გამო

მეთოდები

  • კალენდარული მეთოდი
  • სხეულის ბაზალური ტემპერატურის მეთოდი
  • საშვილოსნოს ყელის ლორწოს მეთოდი (ბილინგსის) მეთოდი
  • სიმპტოთერმალური (სხეულის ბაზალურ ტემპერატურა + საშვილოსნოს ყელის ლორწო) მეთოდი

 

 

ბლოგი
Спроси врача
ახალი ამბები

<< <  Page 2 of 2

ბრიტანელი მკვლევარები ლესტერის უნივერსიტეტიდან ამტკიცებენ, რომ მწვანე ფერის ბოსტნეულით მდიდარ რაციონს შეუძლია შეამციროს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი.