შაქრიანი დიაბეტი

 

კლასიფიკაცია

  • I ტიპის შაქრიანი დიაბეტი (ინსულინ დამოკიდებული)
  • II ტიპის შაქრიანი დიაბეტი (ინსულინ-დამოუკიდებელი ან მოზრდილთა დიაბეტი)
  1. β - უჯრედების ფუნქციის გენეტიკური დეფექტი;
  2. ინსულინის მოქმედების გენეტიკური დეფექტი;
  3. პანკრეასის ეგზოკრინული აპარატის დაავადებები (პანკრეატიტი, ტრავმა, ინფექცია, პანკრეატექტომია, პანკრეასის კიბო);
  4. ენდოკრინოპათიები, როგორიცაა აკრომეგალია, კუშინგის სინდრომი, ფეოქრომოციტომა და ა. შ.;
  5. წამლისმიერი ან ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული დიაბეტი (თიაზიდური დიურეტიკები, სტეროიდები, ფენიტოინი, ნიკოტინის მჟავა, თიროიდული ჰორმონები, α-ინტერფერონი);
  6. ზოგიერთი ინფექციები, მაგ. თანდაყოლილი წითურა ან ციტომეგალოვირუსი; აუტოიმუნური დიაბეტის იშვიათი ფორმები (“გაშეშებული კაცის” სინდრომი და ინსულინის რეცეპტორების საწინააღმდეგო ანტისხეულები);
  7. სხვა გენეტიკური პათოლოგიები, როგორიცაა დაუნის, კლაინფელტერისა და ტერნერის სინდრომები.
  8. გესტაციური შაქრიანი დიაბეტი

გამომწვევი მიზეზები

  • დიაბეტის ოჯახური ანამნეზი;
  • სხეულის ჭარბი წონა (რომელიც იდეალურზე 20%-ით მეტია);
  • რასობრივი კუთვნილება (ამერიკელი ინდიელები, ესპანური ან აფრო-ამერიკული);
  • ასაკი > 45 წელზე.
  • ასევე, წარსულში დიაგნოსტირებული გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა

რა ხდება

სხვადასხვა მიზეზების გამო ინსულინის რაოდენობა არ არის საკმარისი ორგანიზმში გლუკოზის რაოდენობისთვის ან ინსულინის რეცეპტორების ფუნქიის დარღვევის გამო გლუკოზის უტილიზაცია ორგანისმში შეფერხებული არის

დამახასიათებელი ნიშნები

ძლიერი წყურვილი (პოლიდიფსია);

გამოყოფილი შარდის რაოდენობის მომატება (პოლიურია);

სისუსტე, ადვილად დაღლა;

ქავილი, კანის მორეციდივე დაავადებები;

ჭრილობის შეხორცების გაძნელება;

საშარდე გზების განმეორებადი ინფექციები;

მადის გაძლიერება (პოლიფაგია);

წონაში, ერთის შეხედვით, უმიზეზოდ დაკლება.

გართულებები

  • რეტინოპათია
  • ნეფროპათია
  • ნეიროპათია
  • კარდიოვასკულარული დაავადებები
  • ინფექციების მიმართ მდგრადობის დაქვეითება,
  • ცნობიერების დაზიანება და თითების კონტრაქტურები (ჩაქუჩისებრი თითები).
  •  

მწვავე გართულებები

  • დიაბეტური კეტოაციდოზი
  • დიაბეტური ტერფი
  • დიაგნოსტიკა

    სისხლის ანალიზი : CLUCOSE HBA1C FRUCTOSAMIN UREA CREATININE COLESTEROL TRIGLYCERIDES

    შარდის ანალიზი ცილაზე

    თვალის ექინიხ შემოშნება

ბლოგი
Спроси врача
ახალი ამბები

<< <  Page 2 of 2

ბრიტანელი მკვლევარები ლესტერის უნივერსიტეტიდან ამტკიცებენ, რომ მწვანე ფერის ბოსტნეულით მდიდარ რაციონს შეუძლია შეამციროს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი.