ჰორმონული კონტრაცეფცია

ჰორმონული კონტრაცეფცია გულისხმობს არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას ქალის სასქესო ჰორმონების – პროგესტერონისა და ესტროგენების - სინთეზური ანალოგების მეშვეობით.ორალური კონტრაცეპტივების მოქმედების მექანიზმი:აფერხებენ ოვულაციას (კვერცხუჯრედის განვითარების და გამოყოფის დარღვევა)

ეს პრეპარატები შეიძლება იყოს:

  • მონოფაზური, როდესაც ტაბლეტები ესტროგენსა და პროტესტერონს ერთი და იგივე რაოდენობით შეიცავს
  • ბიფაზური, როდესაც ერთი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ქალბატონები იღებენ ტაბლეტებს, რომლებშიც ესტროგენი და პროტესტერონი ორი სხვადასხვა თანაფარდობითაა.
  • ტრიფაზური, როდესაც ერთი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ქალბატონები იღებენ ტაბლეტებს, რომლებშიც ესტროგენი და პროტესტერონი სამი სხვადასხვა თანაფარდობითაა რომლებიც მენსტრუალური ციკლის დროს ჰორმონების გამოყოფას იმეორებენ.

ჰორმონალური კონტრაცეპციის უარყოფით თვისებები

  • საჭიროებს თვითდისციპლინას და თვითკონტროლს, ყოველდღიურად აბის მიღებას
  • ყოველი გამოტოვებული აბი ზრდის ორსულობის საშიშროებას
  • აუცილებელია ყოველთვიური  ყიდვა
  • ზოგიერთმა პრეპარატებმა შეუძლიათ შეამცირონ ჰორმონალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა
  • ფეხმძიმობის უნარიანობა შეიძლება სრულად დაბრუნდეს წამლის შეწყვეტიდან  2-3 თვის განმავლობაში, მაგრამ გახსოვდეთ, თუ რამე მიზეზის გამო შეწყვიტეთ წამლის მიღება ,არასასურველი ორსულობიდან დაზღვეული არ ხართ.
  • შესაძლებელია (თუმცა იშვიათად) სერიოზული გვერდითი მოვლენები: მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ვენური თრომბოზი.
  • ორალური კონტრაცეპტივები  არ იცავენ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.

ჰორმონალური კონტრაცეპციის უკუჩვენებები :

  • შესაძლებელი ორსულობი
  • ლაქტაციის პერიოდში ან ექვსი თვის განმავლობაში დაბადების (მხოლოდ კომბინირებული აბებს)
  • ღვიძლის დაავადები
  • გულსისძარღვთა დაავადებები  (თრომბოზის, ინსულტი, გულის შეტევები, და ა.შ.)
  • აქტიური მოწევა
  • ასაკი 35 და უფროსი
  • დიაბეტი
  • თავის ტკივილი
  • მაღალი წნევი (ჰიპერტენზია)
  • სარძევე ჯირკვლის კიბო (ამჟამად ან წარსულში)
  • ღვიძლის სიმსივნეები

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივები რეკომენდირებულია:

  • სქესობრივად აქტიური ახალგაზრდა ქალებისთვის
  • წყვილბს რომლებსაც სურთ ეფეკტიური დაცვა
  • უშვილო ქალები
  • სქესობრივად აქტიური მოზარდები
  • ქალები ლოგინობის პერიოდში ჩვილებს ძუძუთი არ კვებავენ
  • ქალები აბორტის  შემდეგ  დაუყოვნებლივი ორსულობიდან დასცავად
  • მტკივნეული მენსტრუაციის და არარეგულარული მენსტრუალური ციკლისდროს
  • ქალიშვილობის აკნე
  • ქალთა ანემია
  • საშვილოსნოს გარე ორსულობა  წარსულში
  • ქალთა საკვერცხის ცისტური დაავადება, ან საკვერცხის კიბოს  ოჯახური ისტორია

როგორ იღებენ აბებს?

კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების უმრავლესობა მიიღება 21 დღის განმავლობაში, რასაც მოსდევს 7 დღე ტაბლეტების გარეშე (ან იმავე 7 დღის განმავლობაში პლაცებოს მიღება იმ შემთხვევაში თუ შეკვრაში 28 აბი არის). ტაბლეტები უნდა მიიღოთ ყოველდღიურად, სასურველია ერთი და იგივე დროს, წამლის ფირფიტაზე აღნიშნული რიცხვების მიხედვით პირველიდან ბოლო აბამდენ. მათი დალევა უნდა დაიწყოთ მენსტრუაციის დაწყების პირველ დღეს(ასევე შეიძლება იყოს ვარიანტები 2–5 დღეები და ციკლის პირველი კვირა დღე, დასაზუსტებლად დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს).

გვერდითი მოვლენები რომლებიც ასოცირებულია არიან  კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან:

  • ამენორეა ანუ მესტრუალური სისხლის დენის არყოფნა
  • შუა მენსტრუალური სისხლდენა
  • დეპრესია (განწყობილების ცვლილებადობა  და სექსუალური სურვილის დაკარგვა ან  შენცირება)
  • თავის ტკივილი
  • სისხლის წნევის მომატება
  • სხეულის წონის მომატება
  • მკერდის ტკივილი
  • ლიბიდოს შემცირდება

თუ ზემოჩამოთვლილი მოვლენები შეამჩნიეთ მიმართეთ თქენ ექიმს შემდგომი გამოკვლევითვის და საჭირობის შემთხვევაში კოტრაცეპციის მეთოდის ან წამლის შესაცვლელად  . გახსოვდეთ ზოგირთი გვერდითი მოვლენები 3-4 თვე შეიძლება გაგრძელდეს.

იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა შემდეგი სიმპტომები მიმართეთ  სასწრაფო სამედიცინო დახმარედის ცენტრს

  • ბუნდოვანი მხედველოდა ან ლაპარაკი
  • მწვავე მუცლის ტკივილი
  • სისუსტე, ხელების ან ფეხების დაბრუჟება
  • ღებინება, თავბრუსხვევა, ნერვულობა
  • მწვავე გულმკერდის ტკივილი, უხაერობა, ხველა
  • ფეხების ტკივილი

კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს ,თუ მას იღებდთ სხვა მედიკამენტებთან ერთად.

მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ კონტრაცეპტულ ეფექტს:

  • ეპილეპსიის საწინააღმდეგო წამალი (ფენობარბიტალი, ტეგრეტოლი,დალანტინი  და ა.შ(
  • ანტიბიოტიკები (გრისეოვილფინი,რიფამპიცილინი, , ამპიცილინი და ტეტრაციკლინი).

ამ შემთხვევაში ინიშნება აბები უფრო მაღალი ჰორმონის რაოდენობით.

რა მოხდება, თუ გამოტოვებთ აბის მიღება?

თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი აბის მიღება, უმოკლეს ხანში აანაზღაურეთ გამოტოვებული აბი შემდგომი აბი მიიღეთ ჩვეულ დროს. იმ შეთხვევაში თუ გადაცილება არ აღემატება 12 საათს დამატებითი დაცვის საშუალებები არ არის საჟირო. სხვა შემთხვევაში თუმცა ორსულობის საშიშროება დაბალია რეკომენდირებულია  დამატებითი საშუალებების გამოყენება მომდევნო მენსტრუაციამდე.

თუ თქვენ გამოტოვეთ ორი აბი, მიიღეთ ორი ტაბლეტი დაუყოვნებლივ, ხოლო მეორე დღეს კვლავ ორი ტაბლეტი - მაგალითად,  შაბათს და კვირას გამოგრჩათ წამალი ,  ორშაბათს ორი ტაბლეტი და სამშაბათს კიდევ  ორი ტაბლეტი უნდა მიიღოთ. ამ შემთხვევაში, შეიძლება გამოჩნდებეს სისხლისდენა. მომდევნო მენსტრუაციამდე აუცილებლად გამოიყენეთ კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდი.

თუ თქვენ გამოტოვეთ სამი ან მეტი ტაბლეტი, მაშინ დაუყოვნებლივ გამოიყენეთ კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდი.

 

 

 

ბლოგი
Спроси врача
ახალი ამბები

<< <  Page 2 of 2

ბრიტანელი მკვლევარები ლესტერის უნივერსიტეტიდან ამტკიცებენ, რომ მწვანე ფერის ბოსტნეულით მდიდარ რაციონს შეუძლია შეამციროს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი.